2Pac-ის ხელით შექმნილი პორნოგრაფიული ხასიათის ნახატი, რომელიც 25 წლის ასაკში გარდაცლილმა რეპერმა შეყვარებულს გაუგზავნა, Steiner Auctions-ზე 21,155 დოლარად გაიყიდა.
This sold for over $21K
😳😳😳 https://t.co/xhBvE9j5ha— Steiner Auctions (@SteinerAuctions) January 21, 2019
ეროტიკულ სურათში ლეგენდარული არტისტი და მისი მაშინდელი გერლფრენდი, დეზირა სმიტი სექსით არიან დაკავებულები. საინტერესოა, რომ ნახატს წარწერები: ,,ძალიან მენატრები” და ,,სამუდამოდ სიყვარულით” ამშვენებს.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ნახატი 1995 წელს, ციხეში ყოფნის დროს შექმნა. ამასთან, ნახატს წერილიც ახლდა, რომელიც 60 წლამდე მამაკაცმა ნაშრომთან ერთად შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აუქციონზე 2Pac-ის სასიყვარულო წერილები გაიყიდა, რომლებიც მან 1985 წელს, ბალტიმორში სწავლისას, თანაკლასელ გოგონას, ევერელს გაუგზავნა.