ჩინელმა პარტნიორებმა „ბაზისბანკს“ პირველი, 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საკრედიტო ხაზი გაუხსნეს.
“ბაზისბანკსა” და „ურუმჩი სითი ქომერშალ ბანკს“ შორის საკრედიტო ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. აღნიშნულ თანხას „ბაზისბანკი“ საკრედიტო ხაზებისა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად გამოიყენებს.
„ბაზისბანკს“ „ურუმჩი სითი ქომერშალ ბანკის“ დელეგაცია ეწვია. ჩინელმა პარტნიორებმა დაათვალიერეს “ ბაზისბანკის“ განახლებული სათავო ოფისი და ბანკის შესახებ ინფორმაციას პრეზენტაციაზე გაეცნენ.
როგორც „ფორტუნას“ „ბაზისბანკში“ განუცხადეს, ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, „ბაზისბანკს“ კი შესაძლებლობა მიეცემა ქართველ მეწარმეებს იაფი ფინანსური რესურსი შესთავაზოს.
ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა“ „ბაზისბანკის“ აქციათა 90% 2012 წელს შეისყიდა, 2014 წელს კი, თავისი წილი 92,78%-მდე გაზარდა. „ჰულინგ ჯგუფი“, თავის მხრივ, “ურუმჩი სითი ქომერშალ ბანკის” აქციონერია.