LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ

0988feb70e6bc83b8e0daf31fb6fcee5_XL

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ. გამყრელიძის განცხადებით, ორსულთათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან განსხვავებით, წითელას ინფექციაზე ვაქცინაცია დაუშვებელია.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მასობრივი ვაქცინაციაა. ბოლო მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში დამატებითი 22 ათასი ადამიანი აიცრა, რაც ძალიან კარგია. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ მასობრივ ვაქცინაციას, მაშინ დარწმუნებული ვარ, წითელას ეპიდაფეთქების ქვეყნაში მალე შევაკეთებთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა განაცხადება გავაკეთო, რადგან შემოდის კითხვები სამედიცინო დაწესებულებებში ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, არ შეიძლება ორსული ქალების წითელას საწინააღმდეგო აცრა. იმის გამო, რომ მიმდინარეობს გრიპის საწინააღმდეგო აცრები და ორსულები ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები უნდა აიცრან. ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებსა და ამცრელ კაბინეტებს 100-მა ორსულმა მიმართა, რაც კარგია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მათი რეკომენდაციაა, ქალებმა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობამდე სამი თვით, ან ყველაზე მცირე ერთი თვით ადრე ჩაიტარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g