LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ულტიმატუმი: ან მე წავალ ან ბენიტესი

95

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრისტიანო რონალდომ „ბარსელონასთან“ მტკივნეული განადგურების შემდეგ (0:4 საშინაო არენაზე), კიდევ ერთხელ გამოთქვა მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის მუშაობით უკმაყოფილება.

რონალდომ ბრძანა: „ან წავა ბენიტესი, ან წავალ მე“, – იუწყება „გაძეტა დელო სპორტი“, რომელიც ამის დაწერისას Fox-ს დაეყრდნო.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამეფო კლუბში ყველაფერი წესრიგში არ არის.

რონალდოს ამ განცხადებას გამოეხმაურა ერთ დროს „რეალის“ მწვრთნელი ფაბიო კაპელო და თქვა: „არცერთ მოთამაშეს, თვით რონალდოსაც კი, არ აქვს უფლება ულტიმატუმი წაუყენოს ისეთ დიდ კლუბს, როგორიც „რეალია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g