ბელგიაში სპცოპერაციის დროს 16 ადამიანი დააკავეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სპეცოპერაცია ბრიუსელსა და ახლოს მდებარე დასახლებებში ჩატარდა.
პარიზის ტერაქტების მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესალამი დაკავებულებს შორის არ არის, მისი ძებნა გრძელდება.
ბრიუსელსა და შარლერუაში 19 სახლი გაჩხრიკეს, თუმცა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ იპოვეს.
ოპერაცია ისლამისტების წინააღმდეგ, რომლებმაც ტერაქტები, შესაძლოა, კვლავ მოაწყონ, ბელგიაში გრძელდება. სამართალდამცველები სთხოვენ მედიას არ ისაუბრონ სპეცოპერაციის დეტალებზე, მოსახლეობას კი თხოვენ, არ დაწერონ სოციალურ ქსელებში, სად იმყოფება პოლიცია და კონკრეტულად რა ადგილას მიმდინარეობს სპეცოპერაცია.