რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სუ-24-ის ჩამოგდებას „ზურგში დარტყმა“ უწოდა, რომელიც რუსეთს ტერორისტების მხარდამჭერებმა მიაყენეს, ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძვიან, არ ინანებენ საკუთარ თავსა თუ სიცოცხლეს. თუმცა დღევანდელი დანაკარგი არის დარტყმა ზურგში, რომელიც რუსეთს ტერორისტების მხარდამჭერებმა მიაყენეს. სხვაგვარი კვალიფიკაცია მე არ შემიძლია იმის, რაც დღეს მოხდა,“ – განაცხადა პუტინმა იორდანიის მეფესთან შეხვედრისას.