LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდემდე უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე, კალაძის სინდისზეა ყველაფერი – ალეკო ელისაშვილი

f15fce5d7897df92c9eeb616f394be70

“თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართოაობის გამო, ეს არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი,” – ამის შესახებ ქეთევან წამებულის 67 ნომერში, უბედური შემთხვევის ადგილას მისულმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ის შემთხვევის ადგილზე კახა კალაძეს შეხვდა. მათ შორის ადგილი ჰქონდა დაძაბულ საუბარს, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კახა კალაძემ მასთან “ძველბიჭობა დაიწყო.”

„მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე, რომ ასე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი, რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. როდემდე უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე, მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა ყველაფერი. “ყაზტრანსგაზი” არის მაგისი. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი და “ყაზტრანსგაზი,” რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და მაქაცარიასი, არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

mazda magti 5g