კარა დელევინმა და ოლივიე რუსტენმა, Balmain-ისთვის, ჯანეტ ჯექსონის 1993 წლის ლეგენდარული კადრი გაიმეორეს.
საინტერესოა, რომ ჟურნალ ,,როლინგ სტოუნის” ორიგინალურ სურათზე, წელს ზევით შიშველ პოპის მეფის დას, მისი მაშინდელი ბოიფრენდი, რენე ელიზონდო ხელებით მკერდს უფარავს, თუმცა მამაკაცი კადრში თავად არ ჩანს.
პატრიკ დემარშელიეს გადაღებული ფოტოსგან განსხვავებით, ფრანგული მაღალი მოდის სახლის ვერსიაში 26 წლის მოდელი, ბრენდის 33 წლის კრეატიულ დირექტორთან ერთად გამოჩნდა და სოციალური ქსელიც მალევე მოიცვა.
გაირკვა, რომ ფოტო ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც სხვა პროვოკაციულ კადრებსაც აერთიანებს.