LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერამ ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო (ვიდეო)

xkris31-zahod.jpg.pagespeed.ic.pthDdul7Sm

ჯიმი კიმელის ღამის შოუს ახალ ეპიზოდში კრისტინა აგილერა სახალისო ექსპერიმენტის მთავარი გმირი გახდა. 38 წლის შემსრულებელმა ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლებს სიურპრიზი მოუწყო.

ამერიკელი მომღერალი ერთ-ერთი ,,ფასტ ფუდ” რესტორნის სამზარეულოში დაიმალა, საიდანაც თავის ცნობილ ჰიტებს ცოცხლად ასრულებდა. საინტერესოა, რომ იქსთინა მომხმარებლებზე დაკვირვებით, სიმღერების ტექსტებს ცვლიდა, რაც მოულოდნელი, დამაბნეველი და ამაღელვებელი აღმოჩნდა მათთვის, ვისაც ლეგენდარული არტისტი უმღეროდა.

აღსანიშნავია, რომ პერფორმანსის ბოლოს, ,,გრემის” ლაურეატი მუსიკოსი, შემკვეთს ფუნჩულას თავად აწვდიდა.

შეგახსენებთ, რომ პირველად კარიერის განმავლობაში, კრისტინა აგილერა სულ მალე ლას-ვეგასის რეზიდენტის ამპლუას მოირგებს. ცნობილია, რომ შოუ სახელწოდებით The Xperience სტარტს 31 მაისს აიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები