გუგული მაღრაძე გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში რიმა ბერაძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 1.18 თეთრი კვებისთვის არასაკმარისია, თუმცა ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდის უნდა იყიდოს პროდუქტი იაფად.
„თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10 თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა [დღეში 1.18 ლარი]. თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება,” – ამბობს მაღრაძე.