LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა

51392680_555147271651436_6934519982688567296_n

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დიდ დიღომში. გიორგი ბრწყინვალისა და პეტრე იბერის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის გოგო ზებრა გადასასვლელზე მამასთან ერთად გადადიოდა, თუმცა მოულოდნელად წინ გაიქცა და ავტომობილისთვის გადარბენა სცადა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გოგონას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

შსს-ს ცნობით ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g