ლონდონური კლუბის ახალი, 60-ათასიანი არენა ”სტემფორდ ბრიჯის” ადგილზე აშენდება. ”ჩელსიმ” სტადიონის პროექტი უკვე შეათანხმა. არენა ლონდონის რაიონში, ჰამერსმიტში განთავსდება. კლუბი ტრიბუნებიდან მინდორზე საუკეთესო ხედის გარანტიას იძლევა და გულშემატკივრებისთვის მეტროსთან მარტივად მიღწევადობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ”ლურჯები” არენის ლოჯისტიკასაც გააუმჯობესებენ, რომ ფანებმა ავტომობილიდან სტადიონამდე მისვლა მალე შეძლონ.