LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ენერგოგაერთიანებაში 2016 წელს გაწევრიანდება

114

საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების პროცესი 2016 წლის სექტემბერში დასრულდება. ამის შესახებ „ფორტუნას“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გასაწევრიანებლად სწორედ 2016 წლის სექტემბერია განსაზღვრული.

„მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. ჩვენ არ ვართ ევროპული ბაზარი და, შესაბამისად, სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება გვიწევს. მაქსიმალურად ვეცდებით მოლაპარაკებების დასრულება ოფიციალურად დადგენილი ბოლო ვადის ფარგლებში შევძლოთ,“  – განაცხადა ვალიშვილმა.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სადავო საკითხები ენეერგეტიკულ გაერთიანებასთან არ არსებობს.

„უბრალოდ, საუბარია ფორმატზე – რა პირობების, რა ვადების, რა გამონაკლისების შესრულების ვალდებულება ექნება საქართველოს,“- განმარტა ვალიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g