LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასასურველი საჩუქრები – რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ წელს

1870

როგორც წესი, საჩუქარი სიმპათიას, სიყვარულს ან მეგობრობას გამოხატავს, ამიტომ მათი შერჩევისას ყოველთვის ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ვხარჯავთ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ  ცრურწმენები ახასიათებს, ამიტომ მათთვის ყველა საჩუქარი ვერ იქნება მოსაწონი.   

  • საფულე –  ცარიელი საფულეს უკუეფექტი აქვს. თუ მის ჩუქებას გადაწყვეთთ აუცილებლად ჩაყარეთ წვრილი ფული.
  • დანა-ჩანგალი – უარყოფითად მოქმედებს ადრესატის ჯანმრთელობაზე,  უსიამოვნება მოაქვს სახლში და დაძაბულობა – ურთიერთობებში.  
  • პერანგი – საყვარელი მამაკცისთვის პერანგის ჩუქებამ შესაძლოა დაშორება გამოიწვიოს.  
  • სანთებელა და პორტსიგარა – აფუჭებს ურთიერთობას მჩუქებელსა და ახალ მფლობელს შორის.  
  • წვერის საპარსი –  სერიოზული საფრთხე ექმნება მამაკის წარმატებას და პოპულარობას.
  • ხელთათმანები – ახალი მფლობელი მჩუქებლის გავლენის ქვეშ ექცევა. ცუდად მოქმედებს მისი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც.
  • ცხვირსახოცი – არ შეიძლება არც ჩუქება, არც მიღება, რადგან ის ავადმყოფობისა და უსიამოვნებების სიმბოლოა. ცხვირსახოცის ჩუქებით, თქვენ ახალ მფლობესლს საკუთარ უსიამოვნებებსაც ჩუქნით.  
  • ქამარი – ზღუდავს მის ახალ მფლობელს და აფერხებს ყველა მის მოქმედებას. ერთგვარ ბარიერს ჰქმის მასსა და ყველა მის ახალ წამოწყებას, ცვლილებებსა და წარმატებას შორის.
  • საათი – აჩერებს მისი მფლობელის ბედნიერ, წარმატებულ და უზრუნველ ცხოვრებას.
  • სარკე – ართმევს მის მფლობელს ახალგაზრდობას, სიხარულს და ხალისს. განსაკუთრებით სახიფათოა ძველებური ანტიკვარული სარკე, ამიტომ თუ ის გაჩუქეს, სასწრაფოდ გადააგდეთ.
  • მაკრატელი – ამოკლებს მფლობელის სიცოცხლეს და აფუჭებს მის ურთიერთობას გარშემომყოფებთან.
  • სათვალე – ნაჩუქარი სათვალით მისი მფლობელი მჩუქებელის თვალით იწყებს სამყაროს ყურებას.  
  • მარგალიტი – ლეგენდით მარგალიტი ქვრივებისა და ობლების ცრემლია. მის მფლობელს კი, უამრავი უსიამოვნება ემუქრება.
  • ძეწკვი ან შარფი – კონფლიქტს იწვევს მჩუქებელსა და ახალ მფლობელს შორის, შესაძლოა დაშორების მიზეზიც გახდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g