LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერეში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

51588512_283764638961047_3365118056215871488_n

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და მინიმუმ 30 ადამიანი დასაქმდება. „პერევის“ კერამიკული თიხის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე 121 626 ლარად გაიცა.

შეგახსენებთ, კერამიკული, იგივე გამომწვარი თიხა, მისი უნიკალური თვისებების გამო, ფართოდ გამოიყენება ეკო-არქიტექტურაში. მას იყენებენ როგორც ნედლეულს ეკოლოგიური მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალების დასამზადებლად.

საბადოების მართვაზე, მათ შორის მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე პასუხისმგებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g