ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0046 პუნქტით გამყარდა 2.3937 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მის მიმართ 0.0670 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევრო 2.5998 ლარი ღირს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0,93%-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 39.60 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0.04%-ით გაიაფდა და 7 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1084.90 დოლარი ღირს.
