LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიხუანაა დანაშაული ქვეყანაში და ფსიქოტროპული აბები ყველასთვის ხელმისაწვდომია…“

narkomania

სოციალურ ქსელებში მეორე დღეა, აქტუალურია თემა, როგორ მოკლა ბიძამ საკუთარი ძმისშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, ბიძას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებებით იყო გამოწვეული. ნარკოლოგ ზურა სიხარულიძის სტატუსს, სადაც ის ამბობს, რომ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში შექმნა ახალი რეალობა რომლისთვისაც მზად არ ვართ საერთოდ და ვიღებთ იმ სავალალო შედეგებს. ქვეყანაში ორმაგი დიგნოზის მქონე პაციენტი რჩება სერვისის გარეშე“. ზურა სიხარულიძის ეს სტატუსი გააზიარა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ და აღნიშნა:

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში ახალი რეალობა შექმნა" - ნარკოლოგი მომხდარ მკვლელობაზე

სიხარულიძე გუშინდელ შემთხვევას, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთირებას უკავშირებს და ამბობს, რომ ნარკოლოგებს და ფსიქიატრებს ასეთი ტიპის პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა არ შეუძლიათ.

„ზურა მიყვარს იმიტომ, რომ ყოველთვის გულწრფელი ლაპარაკის წამომწყებია. ის რაც ეხება ტვინს, არის ნევროლოგია (ორგანული პათოლოგიები) ან ფსიქიატრია (ფიქრი, აზრი, ემოცია, ანუ ტვინის პროდუქტი). ნარკოლოგია მთელ ცივილიზებულ სამყაროში ფსიქიატრიის დეპარტამენტია, შესაბამისი, დამატებითი, სპეციფიკური კვალიფიკაციის მქონე ექიმებით, რომელთაც დაწყება და დასრულება იციან მკურნალობის პირველი ეტაპის და შემდეგ პაციენტი გადის ფსიქოთერაპიას. ნარკოდამოკიდებულებას სამკომპონენტიანი ინტეგრირებული თერაპია სჭირდება, – სიფხიზლის შენარჩუნება, ფსიქიატრიული პრობლემის მკურნალობა და ხანგრძლივი ფსიქოთერაპია, ფხიზლად ცხოვრების დასწავლის მიზნით. ამდენი წელია, ამდენი ფულიც ტრიალებს ამ სფეროში და ამხელა პრობლემებშია ჩაფლული ქვეყანა, – რა გახდა სპეციალისტების საზღვარგარეთ გადამზადება, ან აქ მოწვევა ინტენსიური ტრენინგებისთვის, – ეს უფრო იაფიც დაჯდება და მეტ სპეციალისტსაც აღჭურვავენ სათანადო, სრულყოფილად შეკრული ცოდნით. ფსიქოთერაპიის ნაწილს რაც შეეხება, კამარაში ვამუშავებთ ფსიქოთერაპიის ამერიკულ მოდელს, მზად ვართ, გავუზიაროთ გამოცდილება ამ მიმართულებით დაინტერესებულ ფსიქოთერაპევტებს, შეგვიძლია დავპატიჟოთ ტრენინგისთვის ამ თერაპიის ავტორი სპეციალისტები, ფსიქიატრებიც და ფსიქოთერაპევტებიც“.

ნათია ფანჯიკიძის ამ სტატუსს გამოეხმაურა ზუგდიდში მცხოვრები ნიკა სოსელია, რომელიც საინტერესო ფაქტს უზიარებს მკითხველს. გთავაზობთ მის სტატუსს:

„ჩემს ძალიან ახლო ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. უცნობი სუბსტანციების კეთებამ დამართა… ვერც ერთ ქვეყანაში ვერავინ დაამარცხა ნარკომანია, ნარკოტიკები და შავი ბაზარი, მაგრამ ქართულმა ეკლესიამ და პოლიციამ იცის, როგორ „გავხადოთ ჩვენი მომავალი უკეთესი“.

ხო და მოკლედ, ერთ დღესაც ძაან გაუტია… რაღაცები გაუკეთეს და გაგიჟდა… აგრესიული იყო დარბოდა აქეთ იქეთ… მოხუც დედასთან ცხოვრობს. შეგვეშინდა. რამე არ ჩაიდინოსო და დავრეკეთ ქ. ზუგდიდის პოლიციაში ( საბნებს წვავდა, ამტვრევდა რაღაცებს). პოლიციაში იცით, რა გვითხრეს?!ჯერ არაფერი დაუშავებია, უფლება არ გვაქო დაჭერის. რომ დააშავებს, მერე დავიჭერთო.

მერე ისევ ჩვენი ძალებით დავაშოშმინეთ და წამოვიყვანეთ ძალით საავადმყოფოში ( კიდევ კარგი „ადამიანის გატაცების ბრალდებით“ არ დაგვიჭირეს, ყველაფერს უნდა ელოდო ამ ქვეყანაში)

ნუ, მოკლედ, ფსიქიატრიულში ქავთარაძეზე რა ხდება, ეგ სრული მარაზმია. ნეპოტიზმის high level! ნუ ჩვენ ახლა „გაიასნებული“ გვაქვს და როცა ცუდი სიტუაცია გვაქს, სულ გამოინახება ხოლმე მისთვის ადგილი…

აი, იქ რომ მივდივარ, ცალკე ჯოჯოხეთია.. ჩემი ტოლი ბიჭები გაგიჟებულები დარბიან ეზოში და სიგარეტს თხოულობენ სულ, ჩვევად აქვთ. და ეს ბიჭები იცით რამ გააგიჟა?! ტაბლეტებმა! გრიმოდინ-ბაკლოსან-ბაგაგამებმა და სხვებმა..

მარიხუანაა დანაშაული ქვეყანაში და ფსიქოტროპული აბები ყველასთვის ხელმისაწვდომია… ჯერ ფსიქოტროპული აბები რომაა „კაიფის“ საშუალება, ის საზოგადოება რამდენით უკანაა ხვდებით?!

ნუ ახლა თქვენ მიხვდებით… არც გამიკვირდება, მაგრამ აი, ჩვენს შ.ს.ს-ში, პარლამენტში, საპატრიარქოში და მთავრობაში ამას ვერ მიხვდებიან…

ვის ადარდებს ახალგაზრდები ან მომავალი თაობა?! აგერ ახლა ნაც-ქოცების “mad games”- ის ახალი სეზონი დაიდო გუშინ.  ამ ქვეყანაში არ ეყოთ სიძულვილი და ბოღმა. ევროპაში წავიდნენ… მთელს მსოფლიოს უნდა ანახონ, რა სამარცხვინოებიც ვართ. ამასობაში კი იმ „გაგიჟებულ ახალგაზრდა ბიჭებს“ კვლავ აზალეპტინით დააძინებენ, უკუნითი უკუნისამდე ამინ! სთქუა „შავ პლადოიანმა მამა ოხროხინემ” და მშიერი ერი დალოცა!

ნიკო გომელაურს აქვს ასეთი ფრაზა – „როდის იქცევა მთლიანად, ქართველი ადამიანად?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g