13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს რუსთავის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.
ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით გუშინ საღამოს წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.
მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა. წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.