ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 11 დეკემბრისთვის ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0022 პუნქტით გაუფასურდა და 2.3969 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მის მიმართაც გაუფასურდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0043 პუნქტი შეადგინა და დღეს 1 ევრო 2.6217 ლარი ღირს.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.57%-ით გაიაფდა 1 ბარელზე ფასმა 36.55 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0.32%-ით შემცირდა და 11 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1069.70 დოლარი ღირს.
