LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კადრები: ახალ „მუსიკის ჰანგებს“ მაყურებელი შობის ღამეს იხილავს

220

შობის ღამეს ტელეარხი ITV ლეგენდარული მიუზიკლის, „მუსიკის ჰანგების“ პირდაპირ ტრანსლირებას გეგმავს. სპექტაკლისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს და ინტერნეტში გაჩნდა პირველი კადრები რეპეტიციიდან. მიუზიკლში მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი კარა ტოინტონი ასრულებს, რომელიც  BBC-ის პოპულარული პროექტის  Strictly Come Dancing-ის გამარჯვებულია. პროექტი შემქმნელებს 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ და ის ნამდვილ სიურპრიზს სთავაზობს ლეგენდარული მიუზიკლის თაყვანისმცემლებს. პირდაპირი ეთერის დროს შესრულებული იქნება ლეგენდარული მელოდიები, მათ შორის How Do You Solve A Problem Like Maria, Edel-weiss, Do-Re-Mi, My Favourite Things, Climb Ev’ry Mountain და The Sound of Music.

გარდა კარა ტოინტონისა, სპექტაკლში მონაწილეობენ მაქს დეტვეილერი, კეიტრინ კელი, რომელიც ბარონესა შრაიდერის როლს შეასრულებს, ასევე ჯულიან ოვენდენი, რომელსაც კაპიტრან ჯორჯ ვონ ტრაპის როლი ერგო. სპექტაკლის რეჟისორი კოკი გედროიცია. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებლებმა ავსტრიაში ის სახლმუზეუმიც მოინახულეს, სადაც ეს ისტორია დაიწყო. შეგახსენებთ, რომ „მუსიკის ჰანგები“ 1965 წელს მარია ვონ ტრაპის მემუარების მიხედვით გადაიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g