LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ გიგაური: „კარგი იქნება, თუ საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღი შეიცვლება…“

ramaz-gigauri.

„ამაღამ, 19 თებერვალს, 03:04 საათზე მზე თევზებში გადავა. გილოცავთ თევზებს და წარმატებებს გისურვებთ!

P.S. თებერვალი (მერწყული) და აგვისტო (ლომი) საქართველოს ჰოროსკოპში მე-8 და მე-2 სახლებია. ეს არის რყევა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. რთული თვეებია საქართველოსთვის“. – აღნიშნა ცნობილმა ასტროლოგმა, რამაზ გიგაურმა საკუთარ პოსტში, რომელიც ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რამაზ გიგაურს დავუკავშირდით, რათა პოსტში ნახსენები თემები უფრო მეტად გაგვეშალა.

„ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ჰოროსკოპი. ისევე, როგორც ადამიანის პირადი ჰოროსკოპი დგება მისი დაბადებისას და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ დაბადების ზუსტი თარიღი, მათ შორის ზუსტი საათიც და მნიშვნელოვანია დაბადების ადგილიც. ქვეყნის პირადი ჰოროსკოპი განისაზღვრება მისი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის ან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მიხედვით, რაც მის დაბადებაზე მიანიშნებს.

ამ მხრივ საქართველოში აბსურდული მდგომარეობაა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1991 წლის 9 აპრილს, თუმცა მას 26 მაისს აღვნიშნავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს გაორება და აღრევა. მე პირადად საქართველოს ჰოროსკოპს განვსაზღვრავ 1991 წლის 9 აპრილით, როცა ზვიად გამსახურდიამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ვიყენებ ზუსტად ამ დროს და ეს არის საკმაოდ რთული თარიღი. ამ დროს შედგენილ საქართველოს ჰოროსკოპში მერწყულის ზოდიაქო არის მერვე სახლში, რომელსაც უკავშირდება კრიზისები, სასიკვდილო საფრთხეები და ტრანსფორმაციები, მისი საპირისპირო გახლავთ მეორე, სიცოცხლის სახლი, თუმცა ისიც არანაკლებ საშიში… როცა ქვეყნის პირად ჰოროსკოპზე ვსაუბრობთ, მერწყულისა და ლომის ზოდიაქოები ამ სახლებში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნას მიუთითებს, შესაბამისი თვეები, თებერვალი და აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულია. მათ უკავშირდება ცნობილი ადამიანების გარდაცვალება, ტრაგიკული შემთხვევები, ხანძრები…
თუ დააკვირდებით, თებერვლის თვეში ისეთი ადამიანები გარდაიცვალნენ, რომელთაც თითქოს საქართველოს ბედისწერის შეცვლა სურდათ…

ჩემი პოსტი უფრო მეტად ინფორმაციული ხასიათის გახლდათ. იმის თქმა მინდოდა, რომ ამ თვეებში ქვეყანას, ანუ ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე ჰმართებს. რადგან მთვარე მერვე სახლშია და მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში მთვარე ხალხს ნიშნავს, ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება უშვებს და ნებისმიერი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, გადადის ხალხზე. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ცდილობს ხალხი, პირდაპირი და გადატანითი  მნიშვნელობით აჯანყდეს და  შინაგანი თუ გარე ძალების დახმარებით, ამას აღარ დავაკონკრეტებ, დაამხოს მისივე არჩეული ხელისუფლება.

ჩემი აზრით, სასურველია, შეიცვალოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და შესაბამისად, შეიცვალოს ჰოროსკოპიც. კარგი იქნება, თუკი ასტროლოგიას უფრო მეტად ყურადღებას მივაქცევთ. ამას საგზაო ნიშნების ცოდნას შევადარებდი, მოძრაობისას, თუკი საგზაო ნიშნები იცით, თავს აარიდებთ ბევრ უსიამოვნებას, როგორც თქვენ, ასევე სხვებიც. თუ არა, საკუთარ თავსაც და სხვებსაც საფრთხეს შეუქმნით.

რაც შეეხება თევზების ზოდიაქოში მზის გადასვლას?

როგორც აღვნიშნეთ, მერწყულის პერიოდი არ არის იოლი საქართველოსთვის. 19-21 თებერვლიდან მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს. შესაძლოა,  21 მარტამდე საერთაშორისო ფაქტორები გააქტიურდეს. მაგალითად, წინ წამოიწიოს მათ შორის სამართლებრივმა საკითხმა, სადაც უცხოელების ჩარევა იქნება აუცილებელი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და გავლენა იქონიოს მის შემდგომ ერთწლიან პერიოდზე. ზოგადად კი, წესით, ეს მშვიდი პერიოდი უნდა იყოს…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g