ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 15 დეკემბერს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გამყარდა და 2, 4010 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0031 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6315 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.25%-ით გაიაფდა 1 ბარელზე ფასმა 36.22 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0.01%-ით შემცირდა და 15 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1064.60 დოლარი ღირს.
