LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

107

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს “დავლათში” არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს “დავლათს” შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. კომპანიას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

“სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს,“- აცხადებენ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68.

შემოწმება კომპანიაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან შესული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. კლინიკაში მოთავსებბულმა 2 წლის ბავშვმა ბურბუშელას შეკვრაში მოთავსებული პიროტექნიკა გადაყლაპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები