LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეარჩიეთ სადღესასწაულო დესერტები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

469

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველა სადღესასწაულო მენიუზე ვიწყებთ ფიქრს. მოდით, წელს ტრადიცია დავარღვიოთ და საყვარელ გოზინაყთან ერთად სტუმრებს მათი ზოდიაქოს შესაბამისი ნუგბარით გავუმასპინძლდებით.

 

 

 

 

ვერძი

690x460_0xd42ee42a_2753936541450352553

ვერძს არ უყვარს ზედმეტად მსუყე დესერტები და უპირატესობას ნეიტრალურ პროდუქტს ანიჭებს. იდეალური სადღესასწაულო სასუსნავი მისთვის ახალი ხილი და კენკრა (ქლიავი, ალუბალი, ჟოლო, ყურძენი) ან დესერტია თაფლისა და მსუბუქი იოგურტის შემადგენლობით. ამასთან ერთად ვერძი ყოველთვის თამამი გადაწყვეტილების მომხრეა და საკუთარ თავზე იღებს ლიდერის ფუნქციებს მათ შორის გასტრონომიის საკითხებშიც, ამიტომ ციტრუსები და პიკანტური სუნელები მათი რეცეპტების საკმაოდ ხშირი სტუმარია.

 

კურო

690x460_0xd42ee42a_5189944871450352553

ზოდიაქოს ნიშანი კურო ცნობილი გურმანია და რეცეპტებსაც ყოველთვის მდიდარი გემოთი და რთული ტექსტურით ირჩევს. კრემ-ბრულე, მრავალფენიანი ტორტები, მუსები და ეგზოტიკური ხილი მათი საყვარელი ინგრედიენტებია. გარდა ამისა, ძალიან აფასებენ ოჯახურ ტრადიციებს, ამიტომ არასდროს ამბობენ უარს ძველი რეცეპტით მომზადებულ ღვეზელზე და ტრადიციულ ნუგბარზე. თუმცა, მიუხედავად გურმანული გატაცებებისა, მათი სისუსტე მაინც შოკოლადია, რომელზეც არასდროს იტყვიან უარს.

 

ტყუპები

690x460_0xd42ee42a_1553354421450352553 (1)

ტყუპებს ძალიან უყვართ სტუმრების მიღება, ამიტომ დესერტი მათი ტრაპეზის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც ხშირად პიკანტური ჭორების მიზეზიც ხდება. ისინი გატაცებული არიან ექსპერიმენტებით ტექსტურასა და გემოსთან, მათი ”გაორებული” ბუნება კი, გემოვნებაშიც ვლინდება, რადგან ძალიან მოსწონთ დესერტები ”ორმაგი” გემოთი, მაგალითად არაქისის კარაქი და შოკოლადი, ვანილი და თხილი, ატამი და მანგო.

 

კირჩხიბი

690x458_0xd42ee42a_9449976831450352553

ნუგბარის მოყვარული კირჩხიბისთვის დესერტი მშვენიერი მიზეზია გამოავლინოს საკუთარი სიყვარული. იყავით ყურადღებით, რადგან პერფექციონისტი კირჩხიბი მხოლოდ ახალი და ნატურალურ პროდუქტებს მიირთმევს. მისი მეორე ”ტკბილი თავისებურება” – მსუყე და ნოყიერი ნუგბარია, ფავორიტებს შორის კი, ლიმონის ან ვაშლის ღვეზელი, შოკოლადის კრუასანი და ტარტალეტები მოხარშული კრემით, კლასიკური ჩიზქეიქი და მარწყვის სიროფია.

 

ლომი

ლომის შინაგანი სექსუალურობა მათ გურმანულ გატაცებებშიც ვლინდება. მას ძალიან უყვარს დესერტები ”ქვეტექსტით” – ათქვეფილი ნაღები და ნაყინი, დარიჩინი და ჯანჯაფილი. პრიორიტეტების სიას კი – ოჯახური კერძები – შვრიის ორცხობილა და ცხელი შოკოლადი ასრულებენ.

 

ქალწული

690x458_0xd42ee42a_10693888711450352816

ქალწული აბსოლუტურად კარგავს თავს, როცა საქმე დესერტს ეხება! მას შეუძლია გამოტოვოს სადილი, მაგრამ არასდროს იტყვის უარს დესერტზე. ძალიან უყვარს ჩიზქეიქი, ცხელი ბრაუნი, ნაყინის ტორტი და ყველანაირი ექსკლუზიური არომატი. შოკოლადის ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი კი, მზადაა მიირთვას ის უზარმაზარი რაოდენობით და ნებისმიერ კულინარიულ გამოვლინებაში – ჰაეროვანი მუსით დაწყებული ჩვეულებრივი კამფეტებით დასრულებული.

 

სასწორი

სასწორს მაქსიმალურად მარტივი და ”ნაკლებად პრეტენზიული” დესერტები, მათ შორის სახლში გამომცხვარი ღვეზელი და ბრინჯის პუდინგი მოსწონს. თუ გსურთ პრობლემები დაავიწყოთ ქალწულს შესთავაზეთ მას მაკარონი, რადგან ფრანგული ნუგბარი მათთვის მთავარი ანტიდეპრესანტია. პრიორიტეტულ საცუცნავს შორისაა ნუში და მარწყვი, შავი შოკოლადი, ლიმონი და ფორთოხალი. თვითონ სასწორი ძალიან იშვიათად აცხობს და თუ მაინც შეეჭიდა ამ სარისკო საქმეს, ყოველთვის დიდ სიფრთხილეს იჩენს.

 

მორიელი

690x460_0xd42ee42a_4794395391450352816

პუდინგი, ფლანი, ქაფი ან მუსი – მორიელი აქცენტს არა იმდენად გემოს რეცეპტორებზე აკეთებს, რამდენადაც რბილ და ნაზ ტექსტურაზე, რაც მის გასტრონომიულ ვნებებს ყველაზე მაცდუნებელ არომატებზე მეტად აგაგზნებს. მორიელსთვის აუცილებელია, რომ ნუგბარში ცოტა ალკოჰოლი მაინც იყოს, ამიტომ თუ მისი გახარება გინდათ, გაუმასპინძლდით შამპანურის ან ალუბლის ლიქიორიანი შოკოლადით. თუმცა, მორიელის ყველაზე საკრალური სიამოვნება მაინც ტრუფელია, რომელიც მომენტალურად დნება.

 

მშვილდოსანი

თავგადაკლულ მოგზაურ მშვილდოსანს ძალიან უყვარს მულტიკულტურული დესერტები და პლანეტის ნებისმიერ კუთხეში,  ყველაზე კოლორიტულ ადგილობრივ დესერტს – ტირამისუს და ლავანდას მაკარონს, კატალონურ კრემს და ესპანურ ტურონს, ინგლისურ პუდინგს და ავსტრიულ შტრუდელს აგემოვნებს, განსაკუთრულ სიყვარულს კი, მაინც აღმოსავლური ტკბილეულის მიმართ ამჟღავნებს.

 

თხის რქა

690x460_0xd42ee42a_1389311781450352958

გზა თხის რქის გულამდე ეკლერზე გადის და ამ ფრანგული დესერტით ყველაფერია ნათქვამი! გარდა ამისა, თქხის რქის მოხიბვლა მისი საყვარელი ჟოლოთი, მარწყვით და მოცხარით მომზადებული კერძებითაც შეიძლება.

 

მერწყული

მერწყულის მთავარი სისუსტე გემრიელი სიურპრიზია. ის უარს ამბობს მომჟავო გემოზე და უპირატესობას რბილ ტექსტურას ანიჭებს. ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მერწყული თხილის და ნუშის ყველაზე დიდი მოყვარულია, როგორც ჰაერის წარმომადგენელი კი, სიამოვნებით მიირთმევს მუსს და ათქვეფილ რძის კოქტეილს.

 

თევზები

690x461_0xd42ee42a_18383689991450352958

თევზები შთაგონებას წყალში ეძებენ, ამიტომ დესერტებშიც ეკზოტიკურ არჩევანს აკეთებენ. ძალიან უყვართ კერძები ქოქოსით და მანგოთი, ბანანით და ანანასით. ამავე დროს თევზები ყველაზე უპრეტენზიო  ზოდიაქოს ნიშანია, ამიტომ სიამოვნების მიღება ყველაზე ელემენტარული დესერტისგანაც შეუძლიათ, ასე რომ თამამად  შესთავაზოთ მათ ვანილის მაფინი ან თუნდაც შოკოლადის ასორტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g