LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარეგულირებელი კომისია ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს

93

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა.

ირინა მილორავას თქმით, კომისია გეგმავს 16 ტარიფის გადათვლას. საუბარია ელექტროენერგიის გადამცემი კომპანიების ტარიფის გადათვლაზე.

„საქმე ეხება “სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და “ენერგოტრანსის” ტარიფებს. ასევე მოხდება “ენერგო პრო ჯორჯიას” განაწილებისა და მოხმარების ტარიფის გეგმური გადახედვაც. კომისია გეგმავს ტარიფების ყოველწლიურად გადახედვას, რათა ვიცოდეთ რა მდგომარეობაში არიან კომპანიები, როგორ ასრულებენ საინვესტიციო გეგმას და მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამდენად, ტარიფების  გადახედვა გეგმური პროცესია”, – აღნიშნა ირინა მილორავამ.

მისივე თქმით, სამომხმარებლო ტარიფი ცალკეული ტარიფების გადახედვის შედეგად შემდგომ დგინდება. შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარემ ვერ დააკონკრეტა, ტარიფების გადათვლის შემდეგ სამომავლოდ არის თუ არა მოსალოდნელი ელექტროენერგიის, წყლის, ან გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g