LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიული კომიტეტი საქართველოს რუკის არასწორად გამოსახვისთვის სანქციების დაწესების ინიციატივაზე იმსჯელებს

89
b1fe4495133a74d649e8dd4193ce3de3_thumb

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტი უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვას გულისხმობს.

კომიტეტზე ასევე განიხილება ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა, რომლის თანახმად, სახელმწიფო რუკის არასწორად გამოსახვა სხვადასხვა ნივთზე დასჯადი ხდება.

„არის ახალი, თანამედროვე მიდგომა დაცვასთან მიმართებით, რომ გარკვეული პერიოდი უნარჩუნდებათ დაცვა შესაბამის სამსახურებს, თუმცა შემდეგ დაცვის აღდგენა ან განახლების საკითხი იქნება კონკრეტული ქეისიდან, კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე. ეს არის სრულიად ჯანსაღი მიდგომა“, – განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g