ამერიკის შტატ მასაჩუსეტსში, 2 წლის სმენადათქვეითებული გოგოს გამო, მისმა მეზობლებმა ჟესტების ენა ისწავლეს. მშობლების თქმით, 2 წლის სამანტა სავიტსს ძალიან უყვარს ადამიანები და მათთან კომუნიკაცია.
გოგო ეზოში ყოფნისას სულ ცდილობდა მის მეზობლებთან გამოლაპარაკებას, თუმცა მათგან ვერცერთი ახერხებდა მისთვის პასუხის გაცემას, რაც მშობლების თქმით, სამანტას სევდიან ხასიათზე აყენებდა.
როდესაც მეზობლებმაც შენიშნეს, რომ ბავშვთან კომუნიკაციის არარსებობა მას ცუდ განწყობაზე აყენებდა, გადაწყვიტეს ჟესტების ენის საერთო მასწავლებელი დაექირავებინათ.
მეზობლებმა რამდენიმე თვის შემდეგ ჟესტების ენა სრულად ისწავლეს.