თინა მახარაძე, როლებითაც, მაგრამ უფრო მეტად საზოგადოებას თავისი სკანდალური გამონათქვამებით დაამხახსოვრა თავი. ორალური სექსის, ქალიშვილობის და სხვა თემების შესახებ მისმა ფრაზებმა სოციალური ქსელი მოიარა და საზოგადოებრივი აზრი (რომელიც თინას აშკარად არ აღელვებს), ორად გაყო.
მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში შეყვარებული გამოჩნდა, დიმუ მენაბდე, მასთან ერთად გადაღებულ ინტიმურ ფოტოებსაც დებს ხოლმე „ფეისბუქზე“ და ისევ ალაპარაკებს ხალხს.
თინამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო საძინებლიდან, სადაც შიშველი შეყვარებულთან ერთად ნებივრობს. ფოტოს მოწონებები მოჰყვა, ერთ-ერთი კომენტატორი კი წერს: „საკრალური ხედია“.