LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თევზი ევროპაში საექსპორტოდ მზადაა

127

ქართული თევზი და თევზის პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის მზადაა.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, უკვე დასრულდა  პროექტი, რომელიც ქართველი მეთევზეების გადამზადებას ითვალიწინებდა, რაცა თევზის საწარმოებში თევზის დამუშავება ევროკავშირის ჰიგიენური სტანდარტების დაცვით მოხდეს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები   საქართველოში წარმოებული თევზისა და თევზის პროდუქტების მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობას ზრდის.

„პროექტის ფარგლებში, შემუშავდა პრიორიტეტული კვლევების ჩამონათვალი (ზღვის თევზის, ქაფშიის უვნებლობის შესასწავლად) და  შეიქმნა იმ აპარატურა-მოწყობილობების ნუსხა, რომლებიც საჭირო იყო მოცემული კვლევების ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ აპარატურის შესყიდვასთან ერთად, მოხდა საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ ახალი მეთოდების დანერგვის პროცესს და შესაბამის კონსულტაციას უწევდნენ ლაბორატორიის სპეციალისტებს,“- განაცხადეს სამინისტროში.

FAO-ს პატრონაჟით 2014-2015 წლებში ჩატარდა ორი ტრენინგი სურსათის ინპექტორებისა და თევზის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის. საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს თევზის შენახვის, დამუშავებისა და შეფუთვის დროს გასათვალისწინებელი სანიტარულ-ჰიგიენური წესები გააცნეს და პრაქტიკულად განახორციელეს თევზის საწარმოებში თევზის დამუშავება და პროცესზე დაკვირვება ევროკავშირის ჰიგიენური სტანდარტების დაცვით.

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ეს ღონისძიებები  მიმართულია საექსპორტო პოტენციალის გაზრდისათვის და სოფლის მეურნეობაში არსებული  წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიან ციკლში ლაბორატორიული, თუ ინსპექტორული კომპონენტის სრულყოფილად  შესრულებისათვის.

 პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განახორციელა.

magti 5g