LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მიიღებს მე-13 ხელფასს?

52

თბილისის მერიაში დასაქმებული 20 ათასი თანამშრომელი, წელს, მე-13 ხელფასს მიიღებს, ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზაზა სამუშიამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. შესაბამისი ცვლილება თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში შევიდა. სამუშიას განმარტებით, საუბარია დასუფთავების სამსახურში მომუშავე ადამიანებზე, მძღოლებზე, ბიბლიოთეკებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლების ფინანსურ წახალისებაზე.

”მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული ტენდერებიდან რჩება ხოლმე ეკონომიები, რამაც წელს 7-მდე მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა ორი მიმართულებით გადანაწილდება. ერთი მხრივ, სოციალური პროგრამები დაფინანსდება, რისთვისაც მილიონ 200-300 ათასი ლარია გამოყოფილი. მე-13 ხელფასისათვის – 5 მილიონზე ცოტა მეტი” – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

როგორც თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ეკონომიის შედეგად დარჩენილი 600 ათასი ლარით ორი ბიზნესპროექტი დაფინანსდება. სამუშიას განმარტებით, ერთი პროექტი ტურიზმის, ხოლო მეორე ადგილობრივი რეწვის ხელოვნების განვითარებას მოხმარდება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g