LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მარტიდან სურსათის ეტიკეტირების წესი ამოქმედდა

154
1549024175-sursati

სურსათის შესახებ ეტიკეტით ინფორმაციის მიწოდება დღეიდან ახალი წესებით რეგულირდება.

„რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გაყიდვაში არსებული სურსათის შესახებ და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი,“ – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ახალი რეგულაციის თანახმად, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება. სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია, საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისთვის.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეტიკეტზე ყველაფერთან ერთად, განათავსებენ ინფორმაციას კვებითი ღირებულების შესახებ, რაც განსაკუთრებული კვებითი საჭიროების მქონე მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

უფრო დეტალურად, სურსათის ეტიკეტირების თემასთან დაკავშირებით იხილეთ სტატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g