LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

86
51922849_1216083421872594_1009333214528929792_n

ქურდული სამყაროს წევრობაზე დაკავებულ სამ პირს: მამუკა ლაგვილავას, ირაკლი ჩხენკელს და მანუჩარ გაბუნიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

ბრალდებულების უფლებადამცველები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულების ადვოკატები აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

სამართალდამცავებმა, გუშინ სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდისთან (ზედმეტსახელად “ბონჩო”), სტავრო ბაირამიდთან – (ზედმეტსახელად “როკო”), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან. უწყების ცნობით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g