LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები გურიაში გრძელდება

4781
chcc

ანი ტყებუჩავამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც გურიაში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სხვა მსახიობებთან ერთად აქვს გადაღებული. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სერიალის გადაღებები გურიაში მიმდინარეობს. ამჟამად ისინი ოზურგეთში არიან.
მაყურებელი ანის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ წერს, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირებმა ძალიან მოანატრეს თავი და სთხოვენ მათ, დროზე დაიწყონ სერიალის ახალი სეზონი.

შეგახსენებთ, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში 8 მარტიდან ბრუნდება. მაყურებელი ელოდება, როგორ გაგრძელდება ზაზასა და ქეთის ამბავი და შერიგდება თუ არა ცოლ-ქმარი ქეთის ღალატის გამჟღავნების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g