LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოქსინგ დეის მანჩესტერი ლიდერობს

46

ინგლისში ბოქსინგ დეი დაიწყო. ამ წმინდა ინგლისური სიგიჟის დაწყებამდე საფეხბურთო ლიგამ, რომელიც ჩემპიონშიფს, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს აერთიანებს, მოამზადა სატურნირო ცხრილი, რომელიც 1888 წლიდან მოყოლებული 92 კლუბის ყველა მატჩის შედეგს მოიცავს.
საფუძვლად 3 ქულის დარიცხვის თანამედროვე სისტემა აიღეს. ამ უჩვეულო გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს „მანჩესტერ იუნაიტედი“ (137 ქულა). მას მოყვება ინგლისის პირველი ჩემპიონი „პრესტონ ნორტ ენდი“ (118) (ჩემპიონშიპში გამოდის და დღეისათვის მე-17 ადგილზეა), სამეულს კი „ვესტ ბრომვიჩი“ ასრულებს (117). საჩემპიონო ტიტულებით მეორე გუნდი „ლივერპული“ მხოლოდ 51-ე დგილს იკავებს (79 ქულა).
ბოქსინგ დეის ფარგლებში სულ 35 მატჩი გაიმართება, აქედან 10 უკვე ჩატარდა. „მანჩესტერმა“ მორიგი თამაში წააგო სტუმრად „სტოკთან“ – 0:2. დამარცხდა „ვესტ ბრომიც“ (სუონსისთან გასვლაზე 0:1) და სხვაობის შემცირება ვერ შეძლო. აი „ლივერპულმა“ კი პრემიერლიგის ლიდერის „ლესტერის“ დამარცხება შეძლო 1:0 და საერთო ქულათა მონაგარი 82-მდე გაზარდა.
წლევანდელი ბოქსინგ დეის მეორე თამაშები დღესაა. აი წყვილები:
კრისტალ პალასი – სუონსი
ევერტონი – სტოკი
ნორვიჩი – ასტონ ვილა
უოტფორდი – ტოტენჰემი
ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი
არსენალი – ბორნმუთი
მანჩესტერი – ჩელსი
ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი

ხვალ გაიმართება: ლესტერი – სიტი; 30 დეკემბერს კი – სანდერლენდი – ლივერპული

 

CW7Rz8AW8AAhbkY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g