LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველის მოყვარული ადამიანები უფრო გამხდრები არიან

518
The-best-CHEESE-to-eat-for-weight-loss-765769

პარმეზანი, მასკარპონე, გორგონძოლა, მაცარელა თუ სულგუნი – შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გაგიხარდებათ და თან დარწმუნებული იყოთ, რომ ყველისადმი თქვენი სიყვარული გარეგნობაზე ცუდად არ აისახება.

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ყველს მიირთმევენ, უფრო გამხდრები არიან, ვიდრე ისინი ვინც საკუთარ თავს ამ მხრივ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.

როგორც დუბლინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, ყველი ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს არ ზრდის და მის აქტიურ მომხმარებლებს სხეულის მასის ინდექსი საკმაოდ დაბალი აქვთ.

ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელშიც 18-დან 90 წლამდე 1500 ადამიანი მონაწილეობდა და ცდისპირები არამხოლოდ ყველს, არამედ რძის სხვა პროდუქტებს – კარაქს, არაჟანს, მაწონს თუ რძესაც დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ.

შედეგად, მათ არათუ წონის პრობლემა არამედ სხეულში ცხიმიანობაც საკმაოდ შეუმცირდათ, ამიტომ ყველის სიყვარული მავნე კი არა პირიქით სასარგებლოც კია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g