LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია : ელისაშვილი პატიმართა და ქალთმოძულეა

77

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს, დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს “სახიფათო მატყუარას” უწოდებს.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ბესელიამ  განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, “რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე”.

მისივე შეფასებით, ელისაშვილი პატიმართა და ქალთმოძულეა.

“ელისაშვილი ჩემთან ერთად ეთერში არ ჯდება, რადგან ეშინია საზოგადოებას თვალებში შეხედოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მოთხოვნას ვტოვებ ძალაში. ჟურნალისტებთან მაქვს ერთი თხოვნა – დაუსვით მას კონკრეტული კითხვა, ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით, რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას. ეს ადამიანი, არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილს. მე ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები