LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში დაბადებული ბავშვები განსაკუთრებულები არიან

2085
march

თუკი თქვენს შვილს მარტში აქვს დაბადების დღე, ან თუ თქვენ ხართ მარტში დაბადებული – ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ყოფილხართ. საქმე ისაა, რომ მარტში დაბადებულები ბევრი მიზეზის გამო არიან განსაკუთრებულები.

მარტი ეს არის თვე, რომლითაც ახალი სეზონი იწყება, ზამთარი სრულდება და სითბო დგება. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანისთვის მარტი ახალი სიცოცხლის, განახლებისა თუ სასიკეთო ცვლილებების სიმბოლოა.

თუკი მარტის ისტორიას გადავხედავთ,  მარტს სახელი მარსის საპატივცემულოდ დაერქვა. მარსი კი არა მხოლოდ პლანეტა, არამედ რომაული მითოლოგიით – ომის ღმერთიცაა, შესაბამისად, მარტს იმაზე მეტი დატვირთვა აქვს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

როგორც ექსპერტთა საერთაშორისო გუნდმა დაადგინა, მარტში დაბადებულები ბევრად უფრო იღბლიანები არიან და სხვებთან შედარებით მეტი პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვთ. მათი მხედველობაც უკეთესია და როგორც წესი, ნაკლებად ალერგიულები არიან.

თუმცა, ალბათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „მარტელები“ საოცრად ოპტიმისტები არიან. ისინი განსაკუთრებული სიკეთითაც გამოირჩევიან და ამის გამო მათთან მეგობრობა ყველას სურს.

მარტის ბავშვები ამ ცხოვრებაში ნამდვილად იმარჯვებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g