კრისტინა აგილერამ და ჯიმი ფელონმა ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს.
საქმე ისაა, რომ ქუჩის მუსიკოსებად გადაცმულმა ამერიკელმა ვარსკვლავებმა მეტროში პერფორმანსი გამართეს, რა დროსაც ისეთი ჰიტები შეასრულეს, როგორებიც, არეტა ფრანკლინის Think და თავად იქსთინას Fighter-ია.
სახალისო ექსპერიმენტმა მგზავრების ყურადღება მალევე მიიპყრო, რამაც როგორც ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, საბვეის ხაზის პარალიზება გამოიწვია.
https://www.youtube.com/watch?v=tPwuLLL64HM
აღსანიშნავია, რომ 38 წლის შემსრულებელი მსგავს შემოთავაზებებს ხშირად თანხმდება. ცოტა ხნის წინ, ის ერთ-ერთი სწრაფი კვების რესტორნის სამზარეულოში დაიმალა, საიდანაც მომხმარებლებზე დაკვირვებით, სიმღერების ტექსტებს ცვლიდა და მათ უმღეროდა.
კრისტინა აგილერამ ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო (ვიდეო)
შეგახსენებთ, რომ კრისტინა აგილერა აქტიურ მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. 13 წლის შემდეგ, ის ევროპულ ტურნეში გაემგზავრება, პირველად კარიერის განმავლობაში კი, ლას-ვეგასის რეზიდენტის ამპლუას მოირგებს.
13 წლის შემდეგ, კრისტინა აგილერა ევროპულ ტურნეში გაემგზავრება (ფოტო/ვიდეო)
კრისტინა აგილერა ლას-ვეგასის რეზიდენტი გახდა (ფოტო)