LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ორი წლის ბავშვია

146
240658403

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია სამმა ადამიანმა მიიღო, აქედან ერთი ორი წლის ბავშვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” ავარიული ბრიგადა.

მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ქალაქის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მოზარდებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. ექიმების ინფორმაციით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g