LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს

1707
collage

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს. როგორც მოსარჩელე მხარის უფლებადამცველი იურიდიულ კომპანიაში აცხადებენ, დავა “დავით ბაგრატიონ-მუხრანელსი წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთას” ეხება.
“როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელის უნაბერთვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი.

მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატაუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა“, – წერია ინფორმაციაში.

ამ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მარტს 15:00 საათზე გაიმართება.

magti 5g