LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება, ივანიშვილმა ვინმე მომიგზავნოს, ქუჩაში მცემოს ან მომკლას – ფადი ასლი

242
12282

მე შევაჩერე ჩემი ბიზნეს საქმიანობა საქართველოში. მთავრობიდან მე არავინ მესაუბრება და დიახ, შეიძლება, ბატონმა ივანიშვილმა ვინმე მომიგზავნოს, რომ ქუჩაში მცემოს ან მომკლას- ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე განაცხადა. ფადი ასლი რუსთავი 2-ის P.S.-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ ბიზნესმენებს ეშინიათ სახელმწიფო ზეწოლაზე საუბრის, რადგან ბიძინა ივანიშვილის ყოვლისმომცველი ძალაუფლება აქვს. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ამბობს, იმედგაცრუებულია, რომ ხელისუფლების პირისპირ თითქმის მარტო აღმოჩნდა.

“თუ ბიზნეს ორგანიზაციების ხელმძღვანელები ალაპარაკდებიან, ისინი დაისჯებიან ისე, როგორც მაგალითად, მე. ისინი გაირიყებიან. მათი ბიზნესი დაზარალდება. სრული პარალიზება მოხდება, მაგრამ როცა თანხმდები, გახდე ბიზნეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შენს თავზე იღებ პასუხისმგებლობას, რომ ილაპარაკო. მე სწორედ ამას ვაკეთებ. როგორ ფიქრობთ, ჩემს ბიზნესზე არ აისახება ეს? მე შევაჩერე ჩემი ბიზნეს საქმიანობა საქართველოში. მთავრობიდან მე არავინ მესაუბრება და დიახ, შეიძლება, ბატონმა ივანიშვილმა ვინმე მომიგზავნოს, რომ ქუჩაში მცემოს ან მომკლას. შეუძლიათ, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დამიმონტაჟონ. სახლში ან ოფისში ნარკოტიკული საშუალებები ჩამიდონ და ნარკოდილერად გამომაცხადონ. მათ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ და მე ეს რისკები გააზრებული მაქვს, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობა, დავიცვა ჩემი ორგანიზაციის წევრები, ამ რისკებზე მაღლა დგას”- აცხადებს ფადი ასლი

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც მისი მტკიცებით, ხელისუფლება უკვე წლებია ავიწროებს.ფადი ასლი ამბობს, რომ მათი უმრავლესობის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები