LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მოსახლეობის რა ნაწილია არაფორმალურად დასაქმებული?

180

საქართველოს შრომის ბაზარზე გარკვეული გამოწვევები არსებობს.   გამოწვევებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემული არაფორმალური დასაქმების დიდი წილია.  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რა ნაწილია არაფორმალურად დასაქმებული, რა გავლენა აქვს ამ სახის დასაქმებას ეკონომიკაზე და როგორ უნდა ვებრძოლოდ ამ ფენომენს- ამ საკითხებზე ”ფორტუნას” შეკითხვებს ეკონომიკის ექსპერტმა და სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ უპასუხა.

არჩვაძის განცხადებით, არაფორმალური დასაქმება გულისხმობს თვითდასაქმებულების ნაწილს, რომლებიც არ საჭიროებენ ლიცენზირებას.  მაგალითად, როგორებიცაა : საკუთარი ავტომობილების მქონე ტაქსის მძღოლები, გლეხები, რომლებიც სოფლად მიწას ამუშავებენ, მზესუმზირის გამყიდველები, ე.წ ფლაერების დამრიგებლები და ა.შ ..

”არაფორმალური დასაქმების ფენომენი არსებობს ყველა ქვეყანაში, თუმცა გააჩნია პროცენტულ მაჩვენებელს. მაგალითად, აშშ-ში თვითდასაქმებული ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია, 93% კი ფორმალიზებულია, როგორც მომსახურების, ისე რეალურ სექტორში. ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 %-მდეა, მაშინ როდესაც საქართველოში თვითდასაქმებულთა რაოდენობა  62-63%-ს აღწევს”, – განაცხადა ექსპერტმა.

მისივე განმარტებით, არაფორმალური დასაქმება გვიქმნის ილუზიურ წარმოდგენას რომ ქვეყანაში უმუშევრობა დაბალია . ”რაც შეეხება იმას თუ რა გავლენა აქვს არაფორმალური დასაქმების წილს ეკონომიკაზე,  ეს გვიქმნის  ილუზიურ სტატსიტიკურ ეფექტს. არაფორმალურ დასაქმებულთა შემოსავალი, დაქირავეული დასაქმებულების შემოსავალზე 3-ჯერ დაბალია. 60 თვითდასაქმებულის საერთო შემოსავალი იმდენია ჯამში, რაც 20-22 დაქირავებულისა. ამით სტატისტიკას ვაუმჯობესებთ, მაგრამ არ ვაუმჯობესებთ შესაბამისი ოჯახების შემოსავლებს”, – აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

სტატისტიკოსის თქმით, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g