გამოკითხვის შედეგად, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სათავეში კოლუმბიაა, ქვეყანაში მოსახლეობის 85% ცხოვრებით კმაყოფილია.
მეორე და მესამე ადგილზეა ფიჯი და საუდის არაბეთი – ამ ქვეყნებში მოსახლეობის 82% ამბობს, რომ ბედნიერია.
მეოთხე პოზიციაზეა აზერბაიჯანი, სადაც გამოკითხულთა 81%-მა განაცხადა, რომ ყველაფრით კმაყოფილები არიან, 18%-მა ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, 1%-ს კი კითხვაზე პასუხი გაუჭირდა.
შემდეგ ადგილებზე კი ბედნიერების ინდექსით არის ვიეტნამი (80%), არგენტინა და პანამა (79%).
Gallup International-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 68 ქვეყანაში მცხოვრებმა 66 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.