LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიახ, ეს სიმართლეა” – ლედი გაგა ორსულადაა

849
5c88a88ff381f196742113

მას შემდეგ, რაც ეკრანებზე ,,ვარსკვლავის დაბადების” რიმეიქი გამოვიდა, ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ურთიერთობა საზოგადოების განიხილავის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის წმინდა მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ სხვა თვალისთვის რომანტიკულად გამოიყურება, 32 წლის შემსრულებელი უკვე ამ ყველაფერს იუმორით უდგება, რასაც ახლახან გაკეთებული ხმაურიანი განცხადებაც მოწმობს.

საქმე ისაა, რომ ქსელში ახალი ჭორი გავრცელდა, რომლის თანახმად, ამერიკელი მომღერალი ორსულობის მეორე თვეშია.

აღსანიშნავია, რომ ყველასთვის მოულოდნელად ამ ფაქტს თავად მუსიკოსი გამოეხმაურა.

,,დადის ხმები, რომ ფეხმძიმედ ვარ? დიახ, ეს სიმართლეა”, – სარკაზმით აღნიშნა არტისტმა, რომელმაც დააზუსტა, რომ ბრედლი კუპერი ამ ყველაფერთან არაფერ შუაშია.

როგორც ,,ტვიტერზე” გამოქვეყნებული პოსტიდან გახდა ცნობილი, ,,ოსკაროსანი” ვარსკვლავი ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომელიც მის დისკოგრაფიაში მეექვსე იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები