LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი გადაცემა საქმიანი ადამიანებისთვის -„Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” დაიწყო

746
5c83b0c540979

ქართულ სატელევიზიო სივრცეში საქმიანი ადამიანებისთვის ახალი გადაცემა გამოჩნდა. „Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც Forbes-ის, „ფორმულა კრეატივის”, რუსთავი2-ისა და „ბიზნეს მედია საქართველოს” (Business Media Georgia – BMG) ერთობლივი ანალიტიკური პროექტია.

პირისპირ ინტერვიუ ბიზნეს ლიდერებთან, ქართული ბიზნესის წარმატების მაგალითები, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ანალიტიკა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივები – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ყოველ კვირას, დილის 10 საათიდან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაეცნობით. აღსანიშნავია, რომ პირველი გადაცემა „Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” 10 მარტს უკვე გავიდა.

„ეს არის ანალიტიკური გადაცემა, რომელიც კრავს კვირის მთავარ მიმდინარე ამბებს, ქვეყნის ბიზნესსა და ეკონომიკაში. ახალი პროექტის რუბრიკები ძალიან ბევრ ბიზნესს, დამწყებს, თუ უკვე შემდგარს აძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ასპარეზზე გამოიტანონ საკუთარი ახალი სერვისები, ინოვაციური პროდუქტები და სხვა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ქართულ ბიზნესს სულ უფრო და უფრო მეტი პლატფორმა სჭირდება საიმისოდ, რომ მათ საკუთარი თავი და საქმიანობა წარმოაჩინონ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი იქნება ზეწარმატებული,”- ამბობს Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.

ცნობისთვის, გარდა გადაცემისა „Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად”, ბიზნეს მედია საქართველო პარალელურ რეჟიმში აგრძელებს გადაცემებს : „საქმიანი დილა, „საქმის კურსი” და „ანალიტიკა” ტვ პირველის ეთერში. ამასთან, ანონსდება ბიზნეს მედია საქართველოს ახალი პროექტებიც, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანიების „მესამესა” და „მარაოს” ეთერში გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g