LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო არ მეგონა… დროებითები ხართ ასეთი ადამიანები” – ქაცარავას მეუღლე

1745
54257042_387445145425880_722334660767514624_n

სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილი დავით ქაცარავას აკრიტიკებს. საქმე ეხება გუშინ  ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. ქაცარავას თქმით, ხურვალეთის მცხოვრებმა ლუდა სალიამ საკუთარი თვალით ნახა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ქაცარავას განმარტებით, თუ ეს დეზინფორმაციაა,მაშინ სალიასთან ერთად ბოდიშს მოიხდის.

ადამიანებს, ვინც ქაცარავას პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, მისი  მეუღლე სოციალური ქსელით პასუხობს და რამდენიმე საჯარო პოსტს უძღვნის.

სოფო ხაჭაპურიძე წერს:

“დღეს, ხვალ და გადაივლის ეს “ბულინგის” ტალღაც. საქმე აჩვენებს ყველაფერს და დარწმუნებული იყავით ზოგ–ზოგიერთი, ამ დისკრედიტაციული კამპანიის გამო განწირულები ხართ. ამაზე ბევრად კარგად გააზრებული და დაგეგმილი რაღაც სცადეს, მაგრამ ყველა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. არაერთხელ უთხრეს დათოს, ვერაფერი მოიძიეს შენზე, სუფთა ხარო! ესაა შენი ძალაო! ვიცით ბატონო, სწორედ ამიტომ საუბრობს ხმამაღლა და თავაწეული. არა უტიფრად, არამედ გულწრფელად! უტიფრების სახეები კარგად ვიცით როგორ გამოიყურება.
ხო და დროებითები ხართ ასეთი გაყიდული ადამიანები! თქვენი საქმეებიც დროებითია და მდარე.
ამ სამყაროში ამდენი სიკეთეა და რას ეპოტინებით, თავად თუ ხართ აზრზე…
მხოლოდ საკუთარ თავს უშავებთ, ამასაც კი ვერ ხვდებით.
დათოს თქვენი ლანძღვით, ჭორაობით, უზრდელური და დამცინავი პოსტებით არაფერი აკლდება, პირიქით, მისი ღირსების გამოცდაა და წარმატებითაც აბარებს!”

“დამკვირვებლებმა დაწერეს არ განახლებულა ბორდერიზაციაო!
არავინ ამბობდა, რომ ბორდერიზაცია განახლდა. თქვეს, რომ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები შევიდნენ სოფელში. დამკვირვებლემბა ამ ინფრომაციას საერთოდაც გვერდი აუარეს, არც დაადასტურეს და არც უარყვეს. იქვე პოლიციის ბლოკპოსტთან სოფლის მაცხოვრებლები ადასტურებდნენ, რომ გადმოთრეულები იყვნენ რუსი ჯარისკაცები ხაზს აქეთ. პოლიციამაც გადასარევად იცოდა და ამიტომ არავინ შეუშვეს. აი გორის მერს რამსები აერია და ეშლებათო რუსებზე ტქვა. თავად კი დარაზმა საკუთარი ტიტუშკა – ცრუპენტელები, ჯერ კლავიატურასთან ამუშავა, მერე ხურვალეთის პოსტზეც მიიყვანეს ეს საზიზღები. დავდე მანამდე ერთის ფოტო. დათომაც მითხრა, მოვიდა და გვეტიტინებოდაო. კარგი პასუხიც მიიღო. რატომ გავიდნენ უკან რუსები? ზუსტად იმიტომ, რომ ატყდა ამბავი! რომ გავიდნენ, მერე შეუშვეს ჟურნალისტებიც. დიახ, ადგილი არ ქონია ინცინდენტს, ვერც ექნებოდა, რუსები ერთმანეთს ხომ არ დასცხებდნენ?
აქამდე რომ გადმოდიოდნენ და ხალხს იტაცებდნენ, ეს ყველას დაავიწყდა, ნაცემი მაია ოთინაშვილი დაავიწყდა ყველას. ირაკლი კვარაცხელია მოკლეს რამდენიმე დღის უკან… ამაზე მეტი ინცინდენები რაღა გინდათ?
და სიტყვა “პროვოკაციის” მნიშვნელობა რომ არ იცით, ნუ აბრეხვებთ დათოსთან მიმართებაში აქ ზოგიერთი ტვინიკოსა კლავიატურის ვირტუოზები…
პოსტი საჯაროა და კითხვებიც დაწერეთ თუ გაქვთ აქვე კომენტარებში. ამ ბულინგსაც გადავიტანთ მშვიდად და გადასარევად, საქმით მტკიცდება აქ ბევრი რამ და არა ვიღაცეების არაგონივრული მიკერძოებული შეფასებებით”

“გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა… ყველა, სათითაოდ დავათვალიერე, ვინც დათოზე წერდა იტყუება, არაფერი ხდებაო, ყველა გორელია! ვი დაგარიგათ ასე ერთი ტექსტით? გორის მერმა? გამგებელმა? თი ამან?თამაზა მჭედლიძემ?:))) ეს იმას გავდა, ერთი მერისგან მოპარული ტექსტით ახალ წელს რომ ულოცავდა მეორე მერი- წერს დავით ქაცარავას მეუღლე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g