LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე: „სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ“ – ქაცარავა სასამართლომ ორი მუხლიდან ერთში სამართალდამრღვევად ცნო

173
დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა, რომელიც პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ორი მუხლიდან ერთში სამართალდამრღვევად ცნო – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.

ქაცარავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

„საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ“ – რას წერს კლინიკაში მყოფი დავით ქაცარავა

კობა ჩაგუნავამ დავით ქაცარავას წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, სამართალწარმოება მტკიცებულების არარსებობისა და დაუდასტურებლობის გამო შეწყვიტა.

რაც შეეხება მეორე – 173-ე მუხლს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მაქვს თვალი. ოფთალმოლოგმა დაადასტურა, რომ მხედველობის დაქვეითების მაღალი რისკები არსებობს“ – დავით ქაცარავა

მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, მას კადრები ნანახი აქვს და ახსნა-განმარტების ეტაპზე თავად დავით ქაცარავასგანაც მოსმენილი აქვს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. მოსამართლის თქმით, პირებისთვის, რომლებიც საქართველოს ისტორიის დაცვას ემსახურებიან, ასეთი მიმართვა შეურაცხმყოფელია.

კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა ორი წლის ვადით.

გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია თავად დავით ქაცარავა.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეში ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

„გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები“ – დავით ქაცარავას მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g