LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მაქვს თვალი. ოფთალმოლოგმა დაადასტურა, რომ მხედველობის დაქვეითების მაღალი რისკები არსებობს“ – დავით ქაცარავა

364
დავით ქაცარავა

„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამწუხაროდ არ არის კარგი. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მაქვს თვალი. ოფთალმოლოგმა დაადასტურა, რომ მაღალი რისკები არსებობს მხედველობის დაქვეითების. დიდი ჰემატომა მაქვს თავზე. ოპერაცია ძალიან კარგად ჩატარდა თვალ ბუდის მოტეხილობასთან დაკავშირებით, ზედა ყბის მოტეხილობასთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანობაში ჯერჯერობით ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

გადაცემაში „დღის თემა“ ქაცარავამ ქრონოლოგიურად გაიხსენა თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე მისი დაკავებიდან კლინიკაში მიყვანამდე.

„პირველი ფიზიკური შეურაცხყოფა გაყვანის პროცესში დაიწყო და საბოლოოდ რაც მოხდა იმასთან შედარებით ეს მარტივი გასეირნება აღმოჩნდა. გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩის დასაწყისში, შემომესივნენ სპეცრაზმელები. გამქურდეს, წაიღეს ჩემი საფულე ჩემი ტელეფონი, ჩანთა. ნაქურდალით გავიდნენ. ხელები შემიკრეს ხელბორკილებით. დაახლოებით 15 წუთი ვყავდი კედელზე აყუდებული. საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ, მაგინებდნენ. 15 წუთში ჩამოვიდა მანქანა, მინივენი, წამიყვანეს მანქანისკენ, 15-12 მინიმუმ 10 კაცი მომყვებოდა უკან. როდესაც მიმიყვანეს ამ მანქანასთან ერთ-ერთმა გასცა ბრძანება „კრუგი“ გააკეთეთო. გააკეთეს წრე. დროის აღქმა გართულებულია ამ დროს როცა 12 კაცი გირტყამს, მაგრამ საკმაო დაზიანებები მაშინაც მივიღე. თან ძალიან მიჭირდა არიდება ამ დარტყმების, იმიტომ რომ ხელები შეკრული მქონდა. შემაგდეს მინივენში. 2 წუთში შემომყვა 3 თუ 4 სპეცრაზმელი და უკვე მანქანაში გაგრძელდა ჩემი ცემა. ბოლო მეოთხე ცემა იყო ყველაზე მძიმე. შემოვიდნენ, 4-ნი იყვნენ და საკმაოდ დიდი ხანი მცემდნენ. ვცდილობდი ამერიდებინა თავი, მაგრამ ჩემივე კაშნეთი მომგუდეს და გადამიწიეს თავი. ამ მომენტისთვის უკვე ძალიან დაზიანებული მქონდა სახე და ამ დროს დაიწყეს გადაღება ჩემი სახის, რომელიც სრულად გასისხლიანებული იყო. უზარმაზარი 2 ჰემატომა მქონდა თავზე ამოსული. არ ვიცი ვიდეო გადაიღეს თუ ფოტო, მაგრამ გავიგე ფრაზა რომ ახლა გავაგზავნიო. გაგზავნეს ბუნებრივია ბრძანების გამცემთან და ეტყობა შედეგით კმაყოფილები აღმოჩნდნენ“ – განაცხადა დავით ქაცარავამ, რომელიც ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

მისივე განცხადებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებამდე ის სპეცრაზმელებს აგინებდა ტყუილია.

„პრემიერმა მოიტყუა როდესაც თქვა, რომ თურმე მე ვაგინებდი სპეცრაზმელებს. მე მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით მივმართავდი მათ და ვსაუბრობდი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ემსახურებიან და იცავენ რუსულ რეჟიმს, მაშინ როდესაც 40 კილომეტრში ქალაქიდან დგანან რუსული ჯარები და იმ შემთხვევაში თუ ისინი შემოიჭრებიან ჩვენ ერთად უნდა დავხვდეთ მტერს. ეს იყო მთელი ჩემი გამოსვლის პათოსი“ – თქვა ქაცარავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g