LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ტექნიკის საწყობში ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული

105
შსს პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გუშინ დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით ძიება და დამატებით დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაახმაურებენ.

ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დიდ დიღომში საწყობი, სავარაუდოდ, განზრახ დაწვეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g