LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ხანძარი დიდ დიღომში

ხანძარი დიდ დიღომში

შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ტექნიკის საწყობში ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გუშინ დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული. როგორც შსს-ში განაცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით ძიება და დამატებით დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაახმაურებენ.

ხანძრისას გადარჩენილი ლეკვები პატრონს უვნებლად დაუბრუნეს

"დაგვიკავშირდა მეხანრე-მაშველების მიერ წუხელ, დიდ დიღომში გადარჩენილი ლეკვების პატრონი, რომელსაც ორივე ლეკვი უვნებლად ჩავაბარეთ,"- წერს მიშა ფეიქრიშვილი.